ამერიკის პრეზიდენტი პარიზში დაგეგმილ კლიმატის სამიტზე მიწვეული არ არის

17:26, 07.11.2017

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ ეტაპზე პარიზში დაგეგმილ კლიმატის სამიტზე მიწვეული არ არის. სამიტი 12 დეკემბერს ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას France Presse-ი ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფორუმში მონაწილეობას 100 ქვეყნიდან ჩასული 2 ათასი დელეგატი და 800 ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიღებს.

ივნისის დასაწყისში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება დატოვა.

ტრამპის განმარტებით, შეთანხმება არასამართლიანია ამერიკელი გადასახადების გადამხდელებთან მიმართებაში.

მსგავსი