ამერიკის პრეზიდენტი ლონდონში ნატო-ს გენმდივანს შეხვდება
ამერიკის პრეზიდენტი ლონდონში ნატო-ს გენმდივანს შეხვდება

ლონდონში დღეს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრა ადგილობრივი დროით 09.30 საათზე დაიწყება.

ნატო-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი და გენერალური მდივანი მოკლე მისასალმებელ განცხადებებს გააკეთებენ, ფოტო და ვიდეომასალა კი, ტრადიციულად, ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსდება.

ლონდონში დღეს ნატო-ს საიუბილეო, 70 წლის აღსანიშნავი ღონისძიებები ალიანსის ფორუმით – „ნატო-ს ჩართულობა“ გაიხსნება. საღამოს დედოფალი ელისაბედ მეორე ბუკინგემის სასახლეში ალიანსის წევრი ქვეყნების პირველ პირებს უმასპინძლებს, ხვალ კი ლიდერების შეხვედრა გაიმართება.