ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინაციების წარმდგენთა ვინაობა დაასახელა

10:50, 05.02.2019

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის 91-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინაციების წარმდგენთა ვინაობა დაასახელა.

ოსკარის გამარჯვებულებს ოქროს ქანდაკებას გადასცემენ დენიელ კრეიგი, კრის ევანსი, ტინა ფეი, ვუპი გოლდბერგი, ბრი ლარსონი, ჯენიფერ ლოპესი, ემი პოლერი, მაია რუდოლფი, ამანდა სტენბერგი, შარლიზ ტერონი, ტესა ტომპსონი, კონსტანს ვუ და გუსტავო დუდამელი.

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 24 თებერვალს გაიმართება. ღონისძიებას ტრადიციულად, დოლბის თეატრი უმასპინძლებს.

მსგავსი