ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის ნომინანტები დაასახელა
ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის ნომინანტები დაასახელა

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 2021 წელის საუკეთესო ფილმის ჯილდოსთვის რვა ფილმი იბრძვის.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარდგენილი ფილმები

ფლორიან ზელერის -„მამა“

დევიდ ფინჩერის – „მანკი“

შაკი კინგის – „იუდა და შავკანიანი მესია“

ქლო ჟაოს – „მომთაბარეთა მიწა“

ლი ისააკ ჩანგი – „მინარი

ემერალდ ფენელის კინოსურათი „იმედისმომცემი ქალი“

დარიუს მარდერის – „მეტალის ხმა“

აარონ სორკინის – „ჩიგაკოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“

ყველზე მეტ ნომინაციაში წელს წარადგინეს ფილმი „მანკი“, რომელსაც 10 ოსკარის მიღების შანსი აქვს. მთავარ როლს ამ ფილმში გარი ოლდმენი ასრულებს, რომელიც ასევე ნომინირებულია ოსკარზე.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კინოაკადემიამ ოსკარზე წარადგინა

სერ ენტონი ჰოპკინსი, – ფილმი „მამა“

რიზ აჰმედი – „მეტალის ხმა“

გარი ოლდმენი „მანკი“

სტივენ იანი – „მინარი

ჩედვიკ ბოუსმენი – „მა რეინი: ბლუზის დედა“

ქალის როლის საუეთესო შემსრულებლის კეტაგორიაში წარადგინეს

კერი მალიგანი – „იმედისმომცემი ქალი“

ვანესა კირბი – „ქალის ფრაგმენტები“,

ფრენსის მაკდორმანდი – „ნომადლენდი

ანდრა დეი – „აშშ-ი ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“

ვიოლა დეივისი – „მა რეინი: ბლუზის დედა“

აღსანიშნავია, რომ კომედია „ბორატი 2“ ნომინირებულია „საუკეთესო ადაპტირებული სცენარის“ კატეგორიაში. ამავე ფილმში განსახიერებული პერსონაჟისთვის მარია ბაკალოვა „ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის“ წარადგინეს ოსკარზე.

წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარდგენილია კინოსურათები დანიიდან, რუმინეთიდან, ტუნისიდან, ჰონგ კონგიდან და ბოსნია და ჰერცგოვინადან.

ოსკარების დაჯილდოვების 93-ე ცერემონია 25 აპრილს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ოსკარის ნომინანტების სრული სია შეგიძლიათ, ნახოთ აქ.