„ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ რადიომაუწყებლობა შეწყვიტა
„ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ რადიომაუწყებლობა შეწყვიტა

რადიო „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ რადიომაუწყებლობა შეაჩერა. ბოლო გადაცემები რადიოს ეთერში გუშინ გადაიცა.

რადიოს ქართული რედაქცია 1951 წლის 26 მაისს დაარსდა და მსმენელს 67 წლის განმავლობაში აწვდიდა ინფორმაციას.

„ამერიკის ხმის“ დაარსების მიზანი რკინის ფარდის მიღმა ქართველი მოსახლეობისთვის სანდო, დაბალანსებული და ყოვლისმომცველი ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდება იყო.

„ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას 2008 წელს ტელეპლატფორმა დაემატა. ქართული რედაქცია მაუწყებლობას  სწორედ ტელე და ვებპლატფორმებით გააგრძელებს.

„ამერიკის ხმის“ მიერ მომზადებული მასალების ნახვა ასევე შესაძლებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხსა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

რადიო „ამერიკის ხმა“ პირველად ეთერში 1942 წლის თებერვალში გავიდა. დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაციას რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით 46 ენაზე გადასცემს. 1994 წელს „ამერიკის ხმა“ გახდა პირველი მაუწყებელი, რომელმაც მომხმარებლებს თავისი გადაცემები ინტერნეტით შესთავაზა.

დატოვე კომენტარი