ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ცნობით, ლატვია და პოლონეთი რუსეთში სხვა ქვეყნებიდან შეძენილი ღვინის ექსპორტს ახორციელებენ

16:39, 15.10.2026

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ცნობით, 2025 წელს ლატვია და პოლონეთი რუსეთში სხვა ქვეყნებიდან შეძენილი ღვინის ექსპორტს ახორციელებენ.

ასოციაციის მონაცემებით, ლატვიიდან და პოლონეთიდან რუსეთში 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო შევიდა.

ორივე ქვეყანა, თავის მხრივ, ღვინოს სხვა სახელმწიფოებისგან ყიდულობდა.

ასოციაციის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში ლატვიიდან რუსეთში 129 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო შევიდა, რომელიც ლატვიას საფრანგეთისგან, სამხრეთ აფრიკისგან, ესპანეთისგან და იტალიისგან ჰქონდა შეძენილი.

რაც შეეხება პოლონეთს, რუსეთში ექსპორტზე გატანილი ღვინის ღირებულება 81 მილიონ დოლარს შეადგენს. ღვინო კი პოლონეთმა, თავის მხრივ, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთისა და პორტუგალიისგან შეიძინა.

ამასთან, ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან რუსეთში 171 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა. რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა იტალია, რომლის მაჩვენებელიც 234 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო მეორე ადგილზეა.

მსგავსი