ამერიკელმა პროფესიონალმა ჰოკეისტმა თავისი ტვინი მეცნიერებს უანდერძა
ამერიკელმა პროფესიონალმა ჰოკეისტმა თავისი ტვინი მეცნიერებს უანდერძა

ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბის “ნიუ ჯერსი დევილზის” მცველი ბენ ლავჯოი პირველი ჰოკეისტი გახდა ისტორიაში, ვინც ანდერძით საკუთარი ტვინი მეცნიერთა იმ ჯგუფს დაუტოვა, რომლებიც იკვლევენ თავის ტრავმებისა და ტვინის შერყევის გავლენას ქრონიკული ენცეფალოპატიის განვითარებაში.
33 წლის ამერიკელის სიტყვებით, ბევრი მისი მეგობარი დაზარალდა მსგავსი დაზიანებების გამო და იძულებული შეიქმნა კარიერა დაესრულებინა. თავად ლავჯოის არასოდეს ჰქონია ტვინის შერყევა და გახდება პირველი მოთამაშე NHL-ის ისტორიაში, ვინც ამგვარი ინიციატივით გამოვიდა.
“ჰოკეი ჩემს მიმართ კეთილი იყო. მისი წყალობით შევიძინე ბევრი მეგობარი, შევძელი ბევრი საინტერესო ადგილის მონახულება, ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს და მინდა, რომ ჩემი ტვინის სამეცნიერო კვლევით, ეს თამაში უფრო უსაფრთხო გახდეს” – ამბობს ლავჯოი TSN-სთან კომენტარში.