ამერიკელმა ეკონომისტმა, ფიონა სკოტ მორტონმა მძაფრი კრიტიკის შემდეგ ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის დაკავებაზე უარი თქვა
ამერიკელმა ეკონომისტმა მძაფრი კრიტიკის შემდეგ ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის დაკავებაზე უარი თქვა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
საქმე ეხება პროფესორ ფიონა სკოტ მორტონს, რომლის დანიშვნაც ევროკომისიაში კონკურენციის საკითხებში წამყვან ეკონომისტად იგეგმებოდა.
მისი დანიშვნის წინააღმდეგ ღიად გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მან გაოცება გამოხატა, რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე ინიშნებოდა პირი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქე არ იყო.
ანალოგიური მოსაზრება გამოთქვეს სხვა ევროპელმა პოლიტიკოსებმაც. მათი თქმით, ფიონა სკოტ მორტონი წარსულში „გუგლის“, „ამაზონის“, „ფეისბუქისა“ და მაიკროსოფტის“ კონსულტანტად მუშაობდა, რაც, მათი თქმით, ინტერესთა კონფლიქტს ქმნის.
ფიონა სკოტ მორტონის ევროკომისიაში დანიშვნის ინიციატორები კონკურენციის საკითხებში ევროკომისარი მარგარეტ ვესტაგერი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იყვნენ.