ამერიკელი სენატორები საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის დასჯას ითხოვენ
ამერიკელი სენატორები საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის დასჯას ითხოვენ. შესაბამისი რეზოლუცია რამდენიმე ამერიკელმა კანონმდებელმა წარადგინა. დოკუმენტში ისინი მოუწოდებენ ტრამპის ადმინისტრაციას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა პირი და მათ შორის საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეც უმკაცრესად დაისაჯოს.
რეზოლუციას ხელს აწერენ რესპუბლიკელი სენატორები მარკო რუბიო, დაიენ ფაინშტაინი, ედ მარკი და კრის კუნსი.
ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს იემენის კრიზისზე, ყატარის ბლოკადასა და დისიდენტების მასობრივ დაპატიმრებაზეც ეკისრება პასუხისმგებლობა.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხისტი განცხადება უნდა გააკეთოს, რაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენი აზრით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, საუდის არაბეთის პრინცი უშუალოდ არის დაკავშირებული ხაშოგის მკვლელობასთან და რეგიონში დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს“, – ნათქვამია დოკუმენტში.