ამერიკელი სენატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან
ამერიკელი სენატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

ამერიკელი სენატორები „თბილისი მარიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

კერძოდ, სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ხვდებიან „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის​“ (IRI), „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (​NDI), „სამართლიანი არჩევნების (ISFED)“, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“  და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლებს.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, პრიორიტეტული და ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება სასამართლო რეფორმის აუცილებლობა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ დავინახეთ ხელისუფლებიდან ნათელი, პოლიტიკური ნება, რომ სასამართლო სისტემა სიღრმისეულად აუცილებლად გატარდება და არ იქნება მხოლოდ მოცული პროცედურული ცვლილებებით. ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ჩვენ სენატორებთან ვისაუბროთ სასამართლო სისტემის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის აუცილებლობაზე. შესაბამისად, ეს იქნება საუბრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ასევე, საარჩევნო გარემოსთან მიმართებით, 2021 არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებასთან მიმართებით. შესაბამისად, ეს ორი ძირითადი საკითხი იქნება, რასთან დაკავშირებითაც გვექნება სენატორებთან დისკუსია. დავიწყებდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოთი. დღეს ჩვენ ვდგავართ იმ ამოცანის წინაშე, როდესაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტმა უნდა დანიშნოს და აუცილებელია, ისინი დაინიშნონ მაქსიმალური სანდოობით, მაქსიმალური კონსენსუსით იმისთვის, რომ მათი დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული. ამას შემდგომ უნდა მოჰყვეს შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები რეფორმის გაგრძელების თვალსაზრისით, სადაც ძალაუფლება მაქსიმალურად გადანაწილდება მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის და სადაც არაფორმალური გავლენების მქონე ჯგუფს არ შეეძლება, მიიღოს მხოლოდ ერთპიროვნულად გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

საქართველოს კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, დღეს ეწვია.