ამერიკელი სამხედროების პოლონეთში დისლოცირების საკითხზე კაროლ ნავროცკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ამერიკელი სამხედროების პოლონეთში დისლოცირების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნავროცკის კანცელარია სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ნავროცკისა და ტრამპის საუბარი 3 მაისს, საღამოს შედგა. პრეზიდენტებმა განიხილეს უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება. საუბრის მთავარი თემა ევროპაში ამერიკული ჯარების ყოფნა იყო.
„ორივე ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონურ-ამერიკული ალიანსის სიმტკიცე და მნიშვნელობა“, – ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს აშშ-თან პოლონეთში ამერიკული კონტინგენტის შენარჩუნებისა და გაფართოების შესახებ. ეს განცხადება პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელძღვანელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ადმინისტრაციამ გერმანიაში კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტების ხელმძღვანელებმა, რესპუბლიკელებმა როჯერ ვიკერმა და მაიკ როჯერსმა მოუწოდეს ტრამპის ადმინისტრაციას, გერმანიიდან გამოყვანილი სამხედროები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე გადაიყვანოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე საუბრისას თქვა, რომ ევროპელებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.
Dziś wieczorem, w dniu Święta Narodowego Trzeciego Maja, Prezydent RP Karol Nawrocki odbył rozmowę telefoniczną z Prezydentem USA Donaldem Trumpem.
Karol Nawrocki podziękował amerykańskiemu przywódcy za zaangażowanie i przyczynienie się do uwolnienia Andrzeja Poczobuta.… pic.twitter.com/5BMEIDjU3h— Kancelaria Prezydenta RP (@prezydentpl) May 3, 2026