ამერიკელი გენერალი, სკოტ მილერი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის ჯარისკაცების ავღანეთიდან გასვლის პროცესი უკვე დაიწყო
ამერიკელი გენერალი, სკოტ მილერი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის ჯარისკაცების ავღანეთიდან გასვლის პროცესი უკვე დაიწყო

ამერიკელი გენერალი სკოტ მილერი ამბობს, რომ უცხო ქვეყნის ჯარისკაცების ავღანეთიდან გასვლის პროცესი უკვე დაიწყო.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, უახლოეს ხანში უცხოელი ჯარისკაცები სამხედრო აღჭურვილობასა და ბაზებზე კონტროლს ავღანელებს გადააბარებენ.

ავღანეთში დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაური მილერი აღნიშნავს, რომ ჯარისკაცების გასვლის პროცესში მათი უსაფრთხოება სრულად იქნება დაცული.

„მე მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა თალიბანის წევრებთან, ვუთხარი მათ, რომ ძალადობის განახლება და აშშ-ის სამხედროების გასვლის ძალისმიერი გზით დაჩქარება იქნება ტრაგიკული ავღანეთისთვის და ავღანეთი ხალხისთვის“, – განაცხადა მილიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის განკარგულებით, ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთი 2021 წლის 11 სექტემბრამდე უნდა დატოვონ. მათთან ერთად ქვეყნიდან გავლენ ნატო-ს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცებიც.