ამერიკელი ჯულიუს მედოქსი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც მკერდიდან 350 კილოგრამი აწია (ვიდეო)
ამერიკელმა პაუერლიფტერმა ჯულიუს მედოქსმა წოლელა მდგომარეობაში მკერდიდან შტანგის აზიდვაში მსოფლიოს ახალი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. მან სპეციალური ეკიპირების გამოყენების გარეშე, პირველმა მიაღწია 350-კილოგრამიან ნიშნულს.
წინა რეკორდი უდრიდა 335 კილოგრამს და დამყარებული იყო რუსი ძალოსანის კირილ სარიჩევის მიერ. მედოქსმა თავიდან აწია 335.5 კილოგრამი, ნოემბერში – 337 კილოგრამი, ახლა კი 350 კილოგრამი დაძლია.
32 წლის ათლეტის საკუთარი წონა 204 კილოგრამს შეადგენს.