ამერიკელი ექიმების ნაწილი დონალდ ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევას ითხოვს
ამერიკელი ექიმების ნაწილი დონალდ ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევას ითხოვს

ამერიკელი ექიმების ნაწილი დონალდ ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევას ითხოვს, – ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

70-მა ექიმმა თეთრი სახლის ექიმს, რონ ჯექსონს წერილით მიმართა. ექიმები ჯექსონს ურჩევენ, გამოიკვლიოს პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობა. მათი თქმით, მსგავსი პროცედურის ჩატარება 66 წლის შემდეგ ყველა ადამიანისთვის აუცილებელია.

ექიმები პრეზიდენტის ნევროლოგიური კვლევის საჭიროებაზე მიუთითებენ. მათ ტრამპის გაუმართავი მეტყველება, სიტყვების გამეორების ჩვევა, ლექსიკა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა აშფოთებთ.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, პრეზიდენტს გუშინ მერილენდის შტატის სამხედრო ჰოსპიტალში შემოწმება ჩაუტარდა. ტრამპის პირადი ექიმი ამბობს, რომ პრეზიდენტი სრულიად ჯანმრთელია.