ამერიკელი დიპლომატი - საქართველოს არავინ ტოვებს წარუშლელი მოგონებების გარეშე
ამერიკელი დიპლომატი - საქართველოს არავინ ტოვებს წარუშლელი მოგონებების გარეშე

ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ძვირფასია საქართველოში გატარებული დრო. ყოველ სეზონს მოაქვს ახალი ხედები და აღმოჩენები, – აცხადებს ამერიკელი დიპლომატი, რომლის განცხადებასაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქვეყნებს.

„ჩემმა გოგოებმა თხილამურებით სრიალი გუდაურში, კავკასიის დიდებული ლანდშაფტების ფონზე ისწავლეს. ბორჯომში ლაშქრობაზე წავედით და დავაგემოვნეთ წყლები. ვისიამოვნეთ ბათუმის ბულვარით. კახეთში, სიღნაღის ჯადოსნური ბილიკები მოვიარეთ. ზუგდიდში მეგრული სამზარეულოს არაჩვეულებრივი არომატებით დავტკბით. ეს სია უსასრულოა. თუმცა, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ის გულითადი მასპინძლობა, რომლითაც მიგვიღეს ახალმა მეგობრებმა, კლასელებმა და კოლეგებმა თბილისსა და მთელ საქართველოში. საქართველო არის ადგილი, სადაც ადამიანებს ძალიან უყვართ თავისი სახლი, მიწა და საზოგადოება. საქართველოს არავინ ტოვებს წარუშლელი მოგონებების გარეშე და ყველას რჩება შეგრძნება, რომ მათი ცხოვრება ამ გამოცდილებამ უკეთესი გახადა და გაამდიდრა“, – აცხადებს ჯულიუს ცაი.