ამერიკელ რეპერს, შონ კომბსის, იმავე ფი დიდის, ახალი ბრალდება წაუყენეს. „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, მას ბრალად ედება ექვს ადამიანზე, მათ შორის 16 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობა.
ახალი სარჩელი ორშაბათს, 14 ოქტომბერს ნიუ იორკის ფედერალურ სასამართლოში ანონიმურად შეიტანეს. დიდის ბრალად ედება ქალების გაუპატიურება, არასრულწოვანი ბიჭის სექსუალური შევიწროვება.
საჩივრებში აღწერილი ინციდენტები მოიცავს პერიოდს 1995 წლიდან 2021 წლამდე. სავარაუდო მსხვერპლები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი მათგანი დიდის წვეულებებზე მოხდა.
ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ 1998 წელს ჰემპტონში, დიდის წვეულებაზე 16 წლის ასაკში იმყოფებოდა. ის რეპერთან საუბრობდა, თუ როგორ იყო შესაძლებელი მუსიკალურ ინდუსტრიაში შეღწევა და თავის დამკვიდრება, რის შემდეგაც მასზე სექსუალურად იძალადეს.
მანამდე ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა ადვოკატმა, ტონი ბუზბიმ განაცხადა, რომ 100-ზე მეტი ადამიანი აპირებდა რეპერ შონ კომბსის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სექსუალური ძალადობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით.
ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, რეპერი, პროდიუსერი შონ კომბსი ტრეფიკინგისა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურის მტკიცებით, კომბსი ბრალდებულია რამდენიმედღიანი დახურული ღონისძიებების დროს დიდი ოდენობის ნარკოტიკის მოხმარებასა და ამ ღონისძიებებზე სექსტრეფიკინგში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წვეულებებს ჰოლივუდის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.