ამერიკელ ჟურნალისტებს რუსეთის დუმაში არ შეუშვებენ

13:55, 01.12.2017

ამერიკელ ჟურნალისტებს რუსეთის დუმაში არ შეუშვებენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საკანონმდბელო ორგანოს ქვედა პალატის რეგლამენტისა და კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარემ ოლგა სავასტიანოვამ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, ამერიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ შეზღუდვას დუმის წევრები მომავალ კვირას უყრიან კენჭს. მისივე თქმით, ანალოგიური ზომების მიღება იგეგმება რეგიონების საკანონმდბელო ორგანოებშიც.

რუსი დეპუტატის განცხადებით, ეს ნაბიჯი იქნება საპასუხო ზომა, რომელსაც რუსი დეპუტატები რუსულ ტელეარხ „Russia Today”-ს ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაუქმების საპასუხოდ მიიღებენ.

მსგავსი