ამედეო მოდილიანის ნამუშევარმა  აუქციონზე გასვლამდე რეკორდი მოხსნა
ამედეო მოდილიანის ნამუშევარმა  აუქციონზე გასვლამდე რეკორდი მოხსნა

იტალიელი მხატვრის, ამედეო მოდილიანის მიერ, 1917 წელს შესრულებული ფრანგი ქალის ფერწერული ტილო „Nu couché“ აუქციონზე გაიყიდება.

მოდილიანის ნახატი აუქციონზე გასვლამდე ხელოვნების ყველაზე მაღალშეფასებულ ნიმუშად იქცა. ნახატის საწყისი ფასი 150 მილიონი ამერიკული დოლარია. აუქციონი Sotheby-ს ორგანიზებით, 14 მაისს ჩატარდება.

აქამდე, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში ლეონარდო და ვინჩის “Salvator Mundi” იყო. ნამუშევარი  აბუ-დაბის მუზეუმმა 450 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა. აუქციონზე გასვლამდე კი მისი საწყისი ფასი 100 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, რაც მოდილიანის ტილოს 50 მილიონი დოლარით ჩამოუვარდება.

 

ავტორი -ზაურ გულიევი