ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში 30 წლამდე ასაკის მამაკაცის მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სხვა რაიონის მცხოვრებ ახალგაზრდებთან შელაპარაკება მოუვიდა, რომელიც ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.
შსს-ში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე პოლიციას რამდენიმე პირი ჰყავს იდენტიფიცირებული და ამ ეტაპზე, საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.