ამანდა გორმანის შთამბეჭდავი გამოსვლა აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

ამანდა გორმანი ყველაზე ახალგაზრდა პოეტია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სიტყვით გამოვიდა. მან თავისი ერთ-ერთი ნაწარმოები წაიკითხა, სადაც ამერიკელ ხალხს გაერთიანებისა და ერთმანეთის გვერდში დგომისკენ მოუწოდა.

„გავა დრო და ჩვენს თავს ვკითხავთ, სად შეიძლება ვიპოვოთ სინათლე ამ დაუსრულებელ სიბნელეში“ – ამბობს ამანდა თავის ნაწარმოებში, სადაც თავის თავს აღწერს როგორც „გამხდარი, შავკანიანი გოგონა, რომელიც მარტოხელა დედამ გაზარდა და რომელსაც შეუძლია, იოცნებოს პრეზიდენტობაზე“.

გორმანის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედიასა და საზოგადოებაში.

„არასდროს ვყოფილვარ ასეთი ამაყი – კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის აღზევება!“ – დაწერა ოპრა უინპრიმ „ტვიტერზე“.

„მისმა ძლიერმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ თითოეულ ჩვენგანში არის ძალა, რომლითაც დემოკრატიას გავაძლიერებთ. ასე განაგრძე ამანდა, ანათე! მოუთმენლად ველოდები, რა იქნება შენი შემდეგი ნაბიჯი“ – წერს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა.

„გასაოცარი იყო ამანდას პოემა. მან პირობა დადო, რომ 2036 წელს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. მოუთმენლად ველოდები“ – წერს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ჰილარი კლინტონი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი 20 იანვარს დადო და ოფიციალურად შეუდგა თავის საქმიანობას.