ამ ორმაც მაგრად ითამაშა - „გარდიანის“ ჟურნალისტმა ჩაკვეტაძე და ქოჩორაშვილი გამოარჩია #1TVSPORT
ბენს ბოჩაკმა ევროპის ჩემპიონატზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელების გარდა, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქოჩორაშვილი გამოარჩია, – ამის შესახებ „გარდიანის“ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.
„უეფა-ს ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძეზე (7) მეტჯერ ბურთის ართმევა ვერავინ მოახერხა. ამ დროს გიორგი ქოჩორაშვილზე (26) მეტჯერ გადაცემა არავის ჩაუჭრია.
კვარაცხელიას, მიქაუტაძისა და მამარდაშვილის გარდა, ამ ორმა ბრწყინვალედ ითამაშა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში“, – წერს ინგლისელი ჟურნალისტი.