ალვარესმა სონდერსი დაამარცხა და მესამე საჩემპიონო ქამარს დაეუფლა #1TVSPORT
ალვარესმა სონდერსი დაამარცხა და მესამე საჩემპიონო ქამარს დაეუფლა #1TVSPORT

WBA, WBC ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონმა, თნამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ, კანელო ალვარესმა ასევე მსოფლიო ჩემპიონ ბილი ჯო სონდერსთან (WBO ვერსიით) სატიტულო ბრძოლა გამართა.

მექსიკელი და ბრიტანელი ჩემპიონების დაპირისპირებას ტექსასის შტატის ქალაქმა, არლინგტონმა უმასპინძლა. სანახაობას რეკორდული რაოდენობის მაყურებელი ესწრებოდა.

რინგზე სრულ უპირატესობას ალვარესი ფლობდა და ბრძოლაც მისი გამარჯვებით, მერვე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.

ამგვარად, კანელო ალვარესმა მესამე საჩემპიონო ტიტულიც მოიპოვა. 30 წლის მექსიკელის სტატისტიკა შთამბეჭდავია – 56 მოგება, ორი ფრე და მხოლოდ ერთი მარცხი.