ალვარესმა და გოლოვკინმა მესამე ბრძოლაზე მოილაპარაკეს
ალვარესმა და გოლოვკინმა მესამე ბრძოლაზე მოილაპარაკეს

მექსიკელმა მოკრივე საულ ალვარესმა და ყაზახმა გენადი გოლოვკინმა მესამე ბრძოლაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც ირკვევა, მხარეებმა ბრძოლაზე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მოილაპარაკეს. ალვარესის ჰონორარი დაახლოებით 45 მილიონ დოლარს გაუტოლდება, გოლოვკინი 30 მილიონს მიიღებს.

ბრძოლა, სავარაუდოდ, 2021 წლის მაისში გაიმართება. ორგანიზატორებს არ სურთ შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარება, რადგან ალვარესისა და გოლოვკინის მეორე ბრძოლამ ბილეთების გაყიდვით 27 მილიონი დოლარის ოდენობის მოგება მოიტანა.

ამ მოკრივეთა პირველი ბრძოლა 2017 წლის სექტემბერში გაიმართა და ფრედ დასრულდა. რევანშში, რომელიც 2018 წლის სექტემბერში შედგა, უფრო ძლიერი ალვარესი აღმოჩნდა: მექსიკელმა ქულებით გაიმარჯვა.