ალუდა ღუდუშაური - საუბარი, თითქოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ვინმემ რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედება მოახდინა, არის წმინდა წყლის სპეკულაცია
ალუდა ღუდუშაური - საუბარი, თითქოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ვინმემ რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედება მოახდინა, არის წმინდა წყლის სპეკულაცია

ყოველგვარი საუბარი იმასთან დაკავშირებით, თითქოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ვინმემ რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედება მოახდინა, არის წმინდა წყლის სპეკულაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, პრეზიდენტმა მიიღო აბსოლუტურად სამართლიანი, დემოკრატიული პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, მოუსმინა ყველა მხარეს, გამართა შეხვედრები და ეს არის დემოკრატიის პრინციპების დაცვა.

„მინდა ოპოზიციას ვუთხრა, რომ დროა, შეეგუონ, საქართველოში არის დემოკრატია და როგორმე თავი დააღწიონ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს, როდესაც ყველა სინქრონში ექვემდებარებოდა და აღასრულებდა იმას, რასაც ინებებდა მათი ბელადი, მიხეილ სააკაშვილი. მე მესმის, რომ მათთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იყოს თუნდაც ამ შემთხვევაში პრეზიდენტი დემოკრატიის პრინციპების დამცველი და ობიექტური მსაჯული. განცხადებები, თითქოს ჩვენ, „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ პრეზიდენტს და ამან იქონია რაიმე გავლენა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, თვითონაც ხომ შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის, შეხვედრა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რაიმე სახის ზეწოლა შეიძლება ჰქონდეს ადგილი? მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან არ მინდა, რომ ოპოზიცია იმყოფებოდეს ისეთ დაბალ ნიშნულზე, როგორზეც დღეს არის. ყოველგვარი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ვინმემ რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედება მოახდინა, არის წმინდა წყლის სპეკულაცია. პრეზიდენტმა მიიღო აბსოლუტურად სამართლიანი, დემოკრატიული პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, მოუსმინა ყველა მხარეს, გამართა შეხვედრები, დაინტერესდა და დიახ, ეს არის დემოკრატიის პრინციპების დაცვა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს არ გამოიყენებს.