ალუდა ღუდუშაური - არჩევნებთან დაკავშირებით ვისაც განცხადების გაკეთება გინდათ, ჩახედეთ კარგად კონსტიტუციის 37-ე მუხლს 
ალუდა ღუდუშაური - არჩევნებთან დაკავშირებით ვისაც განცხადების გაკეთება გინდათ, ჩახედეთ კარგად კონსტიტუციის 37-ე მუხლს 

ყოფილი პრემიერი და ოპოზიციის ნაწილი აცხადებენ, რომ თურმე რაღაც რიგგარეშე არჩევნები  და რეფერენდუმი ჩატარდება, ყველას მოგიწოდებთ, ვისაც არჩევნებთან დაკავშირებით გინდათ, რაიმე განცხადება გააკეთოთ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, ჩახედეთ კარგად კონსტიტუციის 37-ე მუხლს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშარუმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საქმეზე ორიენტირებული არ არის.

„მატყუარები რომ ხართ, ეს კარგად ჩანს და წაგებას რომ უნდა შეეგუოთ, ესეც კარგად ჩანს. საქმეზე ორიენტირებულები თქვენ არ ხართ, იმიტომ არ გიჭერთ ხალხი მხარს. თავი დაანებეთ ამ რაღაც ცრუ კეკლუცობას. როგორც ჩანს, საზღვრებზე ხართ განაწილებულები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ეხებათ ეს განსაკუთრებით და ელოდებით თქვენს მამა-მარჩენალ მიშას. არ მოდის, დაანებეთ თავი. მოდით, შემოდით აქ სხდომათა დარბაზში და ერთხელ მაინც საკუთარ თავში იპოვეთ ძალა, ხალხზე და ქვეყანაზე რაიმე იოტისოდენა მაინც გააკეთეთ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.