ალუდა ღუდუშაური - ვიმედოვნებ, მოლაპარაკების შედეგით დასრულებას შევძლებთ
ალუდა ღუდუშაური - ვიმედოვნებ, მოლაპარაკების შედეგით დასრულებას შევძლებთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საქართველო ევროპისთვის არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და ევროპის დღის წესრიგში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ღუდუშაური იმედოვნებს, რომ მოლაპარაკება შედეგით დასრულდება.

„საქართველო ევროპისთვის არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, ეს ნათლად დადასტურდა იმით, რომ ევროპის დღის წესრიგში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ევროპელი პარტნიორებისგან დიდ ძალიახმევას ვხედავთ. იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ, მოლაპარაკების შედეგიანად დასრულებას. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. გვჯერა, ვიპოვით იმ შეხების წერტილებს, რომელიც ერთი მხრივ, იქნება სამართლიანობის პრინციპიდან და მეორე მხრივ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული. ამ ყველაფერს ნუ დავარქმევთ წითელ დ მწვანე ხაზებს, ნებისმიერი შეთანხმება რაღაც კონკრეტულს უნდა ეფუძნებოდეს და ამოსავალი უნდა იყოს. ამიტომ, შეთანხმება აბსოლუტურად ყველაფერზე ან არაფერზე ბუნებაში არ არსებობს. ჩვენთვის ამოსავალი წერტილია არა მმართველი ძალის პარტიული ინტერესი, არამედ სახელმწიფო ინტერესები. ვალდებული ვართ, სამართლიანობის პრინციპზე და სახელმწიფო ინტერესებზე ვისაუბროთ. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რაზედაც მოლაპარაკება მიმდინაორებს, მაგრამ მაღალი პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას”, როგორც ხელისუფლებას, ვალდებულებას აკისრებს, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ სამართლიანობის და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.