ალუდა ღუდუშაური – სწორედ სააკაშვილი იყო სისხლიანი რეჟიმის მთავარი შემოქმედი და არქიტექტორი, რომელიც საკუთარ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას კარგად ახსოვთ

13:53, 12.04.2023

სააკაშვილის სასაცილო მდგომარეობაში ჩაგდება ხდება. ვინც ამ ჯილდოების გადაცემით თუ ნომინირებით არის დაკავებული, ვფიქრობ, რომ დიდ უხერხულობაში იგდებენ თავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, „სააკაშვილს თუ რამე ჯილდო ეკუთვნის, ეს არის კალიგულას გამოსახულების ჯილდო“.

„სწორედ ის იყო სისხლიანი რეჟიმის მთავარი შემოქმედი და არქიტექტორი, რომელიც საკუთარ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას კარგად ახსოვთ. სააკაშვილმა საკუთარი თავის დაზიანებისგან ხელი უნდა აიღოს და გააცნობიეროს, რომ მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევა თვითდაზიანებით შეუძლებელი და წარმოუდგენელია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა.

მსგავსი