ალუდა ღუდუშაური - სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის სცენარის ქვეშ დარჩა, დავინახეთ, ვის უნდა ქვეყნის წინსვლა და ევროატლანტიკური კურსის გაძლიერება
ალუდა ღუდუშაური - სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის სცენარის ქვეშ დარჩა, დავინახეთ, ვის უნდა ქვეყნის წინსვლა და ევროატლანტიკური კურსის გაძლიერება

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა მიხეილ სააკაშვილის სცენარის ქვეშ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, თუმცა შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერს, ცხადყოფს, რომ პარტიას დასავლეთთან საერთო არაფერი აქვს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო არაფერი აქვს არც დასავლეთთან და არც საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან ხედავთ, რომ მათი შემოსვლა ხდება პარლამენტში, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ. დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ შეფასებებს ვისმენთ. დიდი ხანია ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა ყოფილიყო მოაზრებული როგორც პროდასავლური, ქვეყანაზე ორიენტირებული ძალა, მაგრამ დავინახეთ, ვის უნდა ქვეყნის წინსვლა და ევროატლანტიკური კურსის გაძლიერება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის რადიკალური ძალა. ერთი მხრივ, აანონსებენ, რომ პარლამენტში შემოდიან, მაგრამ მეორე მხრივ, ქუჩაში რჩებიან, კარვებში და მეგაფონებით აღჭურვილი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.