ალუდა ღუდუშაური - საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც, ვფიქრობ, მომავალ კვირაში აუცილებლად შეთანხმდება
ალუდა ღუდუშაური - საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც, ვფიქრობ, მომავალ კვირაში აუცილებლად შეთანხმდება

იმედი მაქვს, მოხდება შეჯერება და მივიღებთ გამართულ, კიდევ უფრო მეტად დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ საარჩევნო კანონმდებლობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და დარჩენილი რამდენიმე საკითხი მხარეებს შორის სავარაუდოდ შემდეგ კვირაში შეთანხმდება.

„საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი აქტიურად არის ჩართული. პრაქტიკულად, შეთანხმება, როგორც უკვე გაცხადებულია, მიღწეულია. დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც, ვფიქრობ, იმ კვირაში აუცილებლად შეთანხმდება. დარჩენილ საკითხებთან მიმართებით, ისეთი წინააღმდეგობრივი პოზიციები, რომლებიც შეთანხმების მიღწევას გააძნელებს, პრაქტიკულად გამორიცხულია. ამდენად, მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება შეჯერება და ჩვენ მივიღებთ გამართულ, კიდევ უფრო მეტად დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ საარჩევნო კანონმდებლობას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.