ალუდა ღუდუშაური - როდესაც იმ პარლამენტს ლანძღავ, სადაც თანამდებობას ითხოვ, უხერხულობა მაინც უნდა გქონდეს
ალუდა ღუდუშაური - როდესაც იმ პარლამენტს ლანძღავ, სადაც თანამდებობას ითხოვ, უხერხულობა მაინც უნდა გქონდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები ისე ელვისებურად იცვლება, რომ რიგ შემთხვევაში ძალიან რთულია, ერთი მხრივ, თვალყური მიადევნო, ხოლო მეორე მხრივ, საინტერესო არ არის. ჩვენთვის ეს არანაირი დღის წესრიგის შემადგენელი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, თანამდებობის მოთხოვნა იმ პარლამენტში, რომელსაც შეურაცხყოფას აყენებს, უხერხულია.

„მინდა, თქვენ დაუსვათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ან ლიდერებს ასეთი კითხვა – მათი თქმით, გაყალბებულ პარლამენტში, ძალიან უხერხული ხომ არ არის რაიმე თანამდებობის მოთხოვნა? როდესაც იმ პარლამენტს, სადაც შენ ითხოვ თანამდებობას, ლანძღავ, შეურაცხყოფას აყენებ და ეძახი გაყალბებულს, უბრალოდ, უხერხულობა უნდა გქონდეს, მორალურ ნაწილში მაინც. ჯერ ბოდიში არ მოგიხდია და ითხოვ თანამდებობას. ეს არის გნებავთ, რეგლამენტში ჩანაწერი და გნებავთ, ადამიანური ღირსებისა და მორალის საკითხი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების თანამდებობებზე უარს ამბობს. თუმცა, პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მანუჩარ კვირკველია პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.