ალუდა ღუდუშაური - პოლიტიკაში არ მოსულა ტყუილები, არ უნდა იკადრო ისეთი რამ, რისი დადასტურებაც შემდეგ შენი პარტიის წევრებს მოუწევთ
ალუდა ღუდუშაური - პოლიტიკაში არ მოსულა ტყუილები, არ უნდა იკადრო ისეთი რამ, რისი დადასტურებაც შემდეგ შენი პარტიის წევრებს მოუწევთ

ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას სლენგისთვის, მაგრამ გახარიასთვის და ყველასთვის გასაგები რომ იყოს, პირდაპირ ვიტყვი, პოლიტიკაში არ მოსულა ტყუილები, არ უნდა იკადრო ისეთი რამ, რისი დადასტურებაც შემდეგ შენი პარტიის წევრებს მოუწევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„გიორგი გახარია ძალიან შეეცადა, რომ საზოგადოების წინაშე რიხიანად წარმდგარიყო და წარედგინა კანდიდატები. მან ბევრი ისაუბრა თითქოს ღირსებაზე, სიმართლესა და სამართლიანობაზე. როგორც მას უყვარს თქმა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სიცრუე და ტყუილი არის დამაზიანებელი, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ სლენგისთვის, მაგრამ მისთვის და ყველასთვის გასაგები რომ იყოს, პირდაპირ ვიტყვი, პოლიტიკაში არ მოსულა ტყუილები, არ მოსულა და არ უნდა იკადრო ისეთი რამ, რისი დადასტურებაც შემდეგ შენი პარტიის წევრებს მოუწევთ. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ტყუილია კახა კალაძესთან შეხვედრაო. ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ტყუილია და არანაირი შეხვედრა კალაძესთან არ ყოფილა, მაგრამ რამდენიმე საათში მოუწიათ მის თანაპარტიელებს დადასტურება. რა თქმა უნდა, აიხლართნენ და დაიბნენ ამ განცხადებებში, მაგრამ დადასტურება მოუწიათ. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნათელია, როგორ უშანსოდ არის გიორგი გახარია კალაძესთან, მაგრამ როგორც ჩანს, გახარიასა და მის პარტიას ამოცანად აქვთ უკვე დასახული ის, რომ როგორმე მეორე ტურში ნიკა მელია გადაათრიონ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან შედგა შეხვედრა. მისივე თქმით, შეხვედრა თბილისის მერიის შენობაში გაიმართა.

დატოვე კომენტარი