ალუდა ღუდუშაური - ნიკა მელია არის ხულიგანი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მმართველის, სააკაშვილის მიერ დამცირებული
ალუდა ღუდუშაური - ნიკა მელია არის ხულიგანი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მმართველის, სააკაშვილის მიერ დამცირებული

„ნაციონალური მოძრაობა“ რაოდენ დესტრუქციული ძალაა, ყველასთვის ცნობილია, ეს ორგანიზაცია გადასულია დაშლის რეჟიმზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, პარტიას ჰყავს არაფორმალური ლიდერი, რომელიც არის კრიმინალი და ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი.

„მეორეს მხრივ, პარტიას დე იურე ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც მუდმივად არის იმ რეჟიმში, როცა ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწერილი როლის შემსრულებელია და ეს როლი არის საკმაოდ დამამცირებელი. დანაშაულის ნიშნები რამდენჯერაც იქნება, შესაბამისი ორგანო ვალდებული იქნება, იმდენჯერ დაიწყოს გამოძიება და ამ მიმართულებით რაიმე სახის პრობლემაზე ტყუილად საუბრობთ. ეს თუნდაც მეათედეჯერ იყოს.

ნიკა მელია არის ხულიგანი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მმართველის სააკაშვილის მიერ არის დამცირებული და მართლაც ისეთ დღეშია ჩაგდებული, რომ ყველაში ემპათიური გრძნობები გამოიწვია. კარგად იცით, რა დღეში ჩააგდეს – ჯერ აძახებინეს, ვერ დააკავებდნენ, შემდეგ გირაოს არ მიიღებდა, შემდეგ ამბობდა, რომ ვინც პარლამენტში შემოვიდოდა, პუფი იქნებოდა და პირველი პუფი იყო, ვინც პარლამენტში შემობრძანდა. თურმე, ინსტიტუციების კითხვებს პასუხს არ გასცემს, ეს იგივე ცრუპენტელა მელიაა, როცა თქვა, რომ ვერ დააკავებდნენ და გირაოს არ მიიღებდა და ა.შ. მისი ერთი განცხადება მითხარით, რომელიც შეასრულა. ასეთი სად გინახავთ?“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.