ალუდა ღუდუშაური – ნაკლებად საინტერესოა, რას ამბობს ნარიშკინი, ჩვენთვის საინტერესოა, უახლოესი პარტნიორი ქვეყნები რას ამბობენ

12:02, 10.03.2021

ვერ ნახავთ, რომ ნარიშკინი „ქართულ ოცნებას“ იცავდეს. რუსეთი არის ოკუპანტი მხარე, ამას ვამბობდით და ვამბობთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ალეკო ღუდუშაურმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, ოპოზიციონერების მხარდაჭერისა და „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევის სისტემური სამუშაო ააწყონ. ნარიშკინის თქმითვე, „აშშ განაწყობს ევროპულ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად“.

„ნაკლებად საინტერესოა ის, რას ამბობს ნარიშკინი. ჩვენთვის საინტერესოა, ჩვენი უახლოესი პატრნიორი ქვეყნები რას ამბობენ. ჩვენი სწორება არის ევროატლანტიკური სივრცისკენ, ევროპისკენ, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ დებატები იყო. ისტერიულ კრიტიკაში რას გულისხმობთ? ცალკეული პოლიტიკოსების პოზიციაზე დავეწყოთ და ლანძღვა-გინება დავიწყოთ? რუსეთი გაღიზიანებულია, რომ საქართველო დგას ისეთ რელსებზე, რომელიც არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროატლანტიკურ სივრცესთან, როგორც დღეს არის“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მსგავსი