ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ დღეს შემოვიდოდა პარლამენტში, ალბათ პუფის საყიდლად არიან წასული
ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ დღეს შემოვიდოდა პარლამენტში, ალბათ პუფის საყიდლად არიან წასული

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ დღეს შემოვიდოდა პარლამენტში, თუმცა სასესიო სხდომა მომდინარეობს 12:00 საათიდან და „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთ წარმომადგენელს ვერ ნახავთ. ვფიქრობ, მათ გამბედაობა არ ჰყოფნით, რასაც  ერთადერთი მიზეზით გავამართლებ, თუ ისინი აქ შემოსვლამდე შეივლიან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში და მოაწერენ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, გაერთიანდნენ ქვეყნისა და ხალხის საჭიროებებისთვის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს ხელმოწერა, რამდენადაც გაჯიუტდებიან, უარესი იქნება მათთვის. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მათი გატეხილი სიტყვა, არათანმიმდევრული ნაბიჯები. ჯერ კანონი ვერ აღსრულდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავზე, შემდეგ იყო, რომ ვინც გირაოს გადაუხდის, ის იქნებოდა მტერი. როგორც ჩანს, ევროკავშირი არის მტერი, შემდეგ ვინც პარლამენტში შემოვიდოდა იქნებოდა ცარიელი პუფი. აქედან გამომდინარე, რომ შემოდიან ალბათ პუფის საყიდლად არიან წასული, რათა გვერდით თავიანთ თავს მოუდგან. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგში ჩარჩენილი, არის უაღრესად დესტრუქციული. მაგრამ მინდა, მათ ვუთხრა, მათ ქვეყანას არ ავარევინებთ. მინდა, მათ მოვუწოდო, რომ თავიანთი დესტრუქციული ჩანაფიქრები დატოვონ პარლამენტს მიღმა, თავიანთ ოფისში და შემობრძანდნენ, რათა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საჭიროებებზე ვიყოთ ერთიანები და ფოკუსირებულები. გამოვიდნენ იმ ლაბირინთიდან, რომელშიც შეიყვანა მიხეილ სააკაშვილმა და დაუბრუნდნენ იმ დღის წესრიგს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. წინააღმდეგ შემთვევაში, ჩვენ დავაბრუნებთ ამ დესტრუქციული ნაბიჯებიდან მათ და გავცემთ ადეკვატურ პასუხს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.