ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პოლიტიკური ჯგუფების მიზანია, სასამართლო ხელისუფლება მათი კონტროლის ქვეშ იყოს, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ვერ ეგუებიან
ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პოლიტიკური ჯგუფების მიზანია, სასამართლო ხელისუფლება მათი კონტროლის ქვეშ იყოს, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ვერ ეგუებიან

ოპოზიცია ვერ ეგუება, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელი, ობიექტურია და ცდილობს, სასამართლოზე მოიპოვოს გავლენა. ორკესტრირებული შეტევა მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა საგამოძიებო კომისიის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პოლიტიკური ჯგუფები ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ვერ ეგუებიან“.

„ამ ყველაფრის სათავეში დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პოლიტიკური ჯგუფები. მათი მიზანია, სასამართლო ხელისუფლება იყოს გაკონტროლებული და მათი კონტროლის ქვეშ მოქცეული. ისინი ვერ ეგუებიან ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მათთვის ისევ მისაღები რჩება მმართველობის ის სტილი, რაც მათი რეჟიმის დროს იყო. მათი არქიტექტორი იყვნენ სააკაშვილ-ადეიშვილი, რომლებიც პროცესებს პირდაპირ მართავდნენ და ჯიბეში ჰქონდათ ჩადებული სასამართლო ხელისუფლება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.