ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალური მოძრაობა“ სატელიტებთან ერთად, ითხოვდა რაღაც არჩევნებს, როგორც ჩანს, ისეთი მონდომებით შეუდგნენ საქმეს, ამ ყველაფერს საკუთარ პარტიაში მიიღებენ 
ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალური მოძრაობა“ სატელიტებთან ერთად, ითხოვდა რაღაც არჩევნებს, როგორც ჩანს, ისეთი მონდომებით შეუდგნენ საქმეს, ამ ყველაფერს საკუთარ პარტიაში მიიღებენ 

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის სატელიტებთან ერთად, ითხოვდა რაღაც არჩევნებს და როგორც ჩანს, ისეთი მონდომებით შეუდგნენ საქმეს, ამ ყველაფერს საკუთარ პარტიაში მიიღებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში ხელჩართული ჩხუბი აქვთ გაჩაღებული, ვინ იქნება კეზერაშვილის ფულის მიმღები.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან მარტივი რამ ხდება, რასაც დასთეს იმას მოიმკი. ეს რადიკალი, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობა“, თავის სატელიტებთან ერთად, ითხოვდა რაღაც არჩევნებს და როგორც ჩანს, ისეთი მონდომებით შეუდგნენ საქმეს, ამ ყველაფერს საკუთარ პარტიაში მიიღებენ. ეს არის რეალური სახე იმისა, ზოგადად, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რომელიც მტრობს და აზიანებს ქვეყნის იმიჯს, აზიანებს საკუთარი მოსახლეობის და საზოგადოების ინტერესებს. როგორც ჩანს, არის სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც მომზირალნი არიან კეზერაშვილის თუ სხვების ფულზე და ვინ უფრო მაღალ ხმაზე შეასრულებს ფულის გამცემის დაკვეთას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრობა“ იმ სახით დაასრულებს მოქმედებას თუ პოზიციონირებას პოლიტიკურ ასპარეზზე, როგორითაც აქამდე იყო წარმოდგენილი. ამავდროულად, პოლიტიკურ ცხოვრებას ქვეყანაში წამლავდა, რადიკალური ნაბიჯებისკენ მიჰყავდა ქვეყანა და ამის ლოგიკური დასასრულიც იქნება.

ხაბეიშვილის და სხვების პოლიტიკაში ყოფნა რამდენად არის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში, ამას ნათლად ადასტურებს საპარლამენტო საქმიანობა. მაგალითად, რამდენად არის ვაშაძის საქმიანობა ქვეყნის და საზოგადოების ინტერესი, ამის ნათელი მაგალითია მათი საპარლამენტო საქმიანობა. თითი თითზე არ აქვთ დადებული საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ. დღემდე ვერ შეძლეს, უარი თქვან ვიწროპარტიულ ინტერესებზე და ამ ვიწროპარტიულ ინტერესებს გადააყოლეს ქვეყნის მომავალი, რაც საზოგადოებისგან იქნება პასუხგაცემული. იქამდე კი, ვიდრე საზოგადოება მათ მორიგ ჯერზე გასცემს სამართლიან პასუხს, თვითონ პარტიაშივე ხედავთ, როგორი ორთაბრძოლა და ხელჩართული ჩხუბი აქვთ გაჩაღებული, ვინ იქნება კეზერაშვილის ფულის მიმღები. ეს არის მათი რეალური სახე და საქართველოს ხვალინდელი დღე მათთვის წარმოუდგენელია, რამეთუ თავსებადი არ არის ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა“ და საქართველოს ხვალინდელი დღე“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.