ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პარლამენტში შემოიპაროს, თუმცა მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ღირსეულად შემობრძანებულიყვნენ 
ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პარლამენტში შემოიპაროს, თუმცა მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ღირსეულად შემობრძანებულიყვნენ 

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, პრაქტიკულად მარტო დარჩენილია. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მოკავშირე არის მიხელ სააკაშვილი და დესტრუქცია. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი რეალური სახე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც პარტია მიშლის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარს აცხადებს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობისგან გაქცევას ნიშნავს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არა მარტო დეგნანი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, არამედ პრაქტიკულად მთელი დასავლური და ცივილური სამყარო, მათ შორის ჩვენი საზოგადოება მოუწოდებს, რომ შემოუერთდნენ დოკუმენტს. ამ დოკუმენტს ჰქვია „საქართველოს მომავლისთვის“. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს არ უერთდები და ხელს არ აწერ, რომ ჩაერთო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხორციელებაში, როგორიც არის მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმა და გააძლიერო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლა, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ქვეყნის და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას გაურბიხარ.

სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პარლამენტში შემოიპაროს. მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ როგორც პარტიას და მის წარმომადგენლებს, არჩევნების შემდეგ ეღიარებინათ ის მოცემულობა, რაც ჩვენმა ამომრჩეველმა მათ გადასცეს მანდატების სახით და ღირსეულად შემობრძანებულიყვნენ იმ შემოსასვლელიდან, საიდანაც ამ საკანონმდებლო ორგანოში ყველა დეპუტატი უნდა შემოდიოდეს. მათ ამის ნაცლად არჩიეს დესტრუქცია. დამარცხდნენ, აღიარეს და ახლა ცდილობენ, რომ სხვადასხვა შემოსასვლელიდან როგორმე პარლამენტში შემოიპარონ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.