ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალური მოძრაობა“ არის არათანმიმდევრული, საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული პარტია, კარგად ესმით, რომ არანაირი ღირებულება მათ ხელმოწერას არ აქვს
ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალური მოძრაობა“ არის არათანმიმდევრული, საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული პარტია, კარგად ესმით, რომ არანაირი ღირებულება მათ ხელმოწერას არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობა“ არის არათანმიმდევრული, ცრუპენტელა და საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია. ამის ნათელი მაგალითია, რომ მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმებას არანაირი ფასი აღარ აქვს და ბუნებაში აღარ არსებობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახლა გადაწყვიტა, რომ მას მიერთებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტზე ხელმოწერას არავითარი ფასი და ღირებულება არ აქვს.

„რამდენიმე თვე ჰქონდათ, რომ როგორც ძირითად პარტიას, ხელი მოეწერა ამ შეთანხმებისთვის და ნორმალური პოლიტიკური საქმიანობა წარემართა, რაც არ და ვერ გააკეთეს. მათ კარგად ესმით, რომ არანაირი ფასი და ღირებულება მათ ხელმოწერას ასეთ დროს არ აქვს, მაგრამ ეს არის ლუსტრაცია, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია.

სალომე სამადაშვილს არც კი ჰქონდა დატოვებული „ნაციონალური მოძრაობა“, რომ პრაქტიკულად ისეთ დღეში ჩააგდეს, გაამათრახეს. ეს არ იყო ბულინგი, ეს იყო პირდაპირ შეურაცხყოფა და ამაზე მეტი ზეწოლა, როცა საკუთარი პარტიის რიგებიდან ჯერ არწასულ წევრს ასეთ თავდასხმას უწყობ, იმის გამო, როცა შენც ხდები ამ შეთანხმების გამზიარებელი, არასწორია. „ნაციონალური მოძრაობა“ წაგებულ თამაშს თამაშობს, ის არ არის წინასაარჩევნო რეჟიმში და როგორც ჩანს, მათი ამოცანაა 3 ოქტომბრის დესტრუქცია და კარვები. არანაირი შანსი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთ წრეზე დადის და ნელ-ნელა იშლება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩამოშლის პირას მდგომი პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.