ალუდა ღუდუშაური - თქვე ჟენია პრიგოჟინებო, ტურებზე და „ფარჩაკებზე“ უარესი ხართ, 11 წელი ელოდა ქართველი ხალხი, რომ ბოდიშს მოუხდიდით, დღეს უკვე აღარავის სჭირდება თქვენი ბოდიში
ალუდა ღუდუშაური - თქვე ჟენია პრიგოჟინებო, ტურებზე და „ფარჩაკებზე“ უარესი ხართ, 11 წელი ელოდა ქართველი ხალხი, რომ ბოდიშს მოუხდიდით, დღეს უკვე აღარავის სჭირდება თქვენი ბოდიში

11 წელი ელოდა ქართველი ხალხი, რომ ბოდიშს მოუხდიდით, დღეს უკვე აღარავის სჭირდება თქვენი ბოდიში, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს მოუსმინეს.

„ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. ვინ ვართ ჩვენ და რას გვიწოდებენ ესენი – რომ ვართ პრორუსები და კიდევ ათასგვარ სისულელეს. ჩვენ ვართ ქართველები, ღირსებით, ისტორიით. სად ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ საქართველოსთან და ვატარებთ ქართველი ხალხის ინტერესებს. ვინ ხართ თქვენ და ვის ინტერესებს ატარებთ, ეს მეც ძალიან კარგად ვიცი და ქართველმა ხალხმაც იცის“, – აღნიშნა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პოლიტიკური დებატებისას.

მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და განცხადა, რომ, მათგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები სამართლიანი ადამიანები არიან.

„თქვე ჟენია პრიგოჟინებო, პრორუსები კი არ ხართ, ტურებზე და „ფარჩაკებზე“ უარესი ხართ. ჩვენ კი არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას. თქვენგან განსხვავებით, ვართ სამართლიანი ხალხი და ვივლით წინ ქართველ ხალხთან ერთად. 11 წელი გელოდათ ქართველი ხალხი, რომ ბოდიშს მოუხდიდით, დღეს კი აღარავის სჭირდება თქვენი ბოდიში. ჩვენ კი ვივლით წინ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად,“ – განაცხადა დეპუტატმა.