ალუდა ღუდუშაური – „ლელოს“ თუ სურს, ჰქონდეს პრეტენზია ცესკო-ს თავმჯდომარის მისამართით, ეს უნდა დაასაბუთოს
„ლელო“ იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ვინც გააკეთებს განცხადებას, რომლის უკანაც არ იქნება კონკრეტული მტკიცებულება ამა თუ იმ პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ეს იქნება არაფრისმთქმელი განცხადება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაუსაბუთებელი განცხადებების კეთება არამართლზომიერია.
„არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება, ვისაუბროთ, უარგუმენტოდ არა თუ ცესკო- ს თავმჯდომარეზე, არამედ არც ერთ პირზე. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებას, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. თუ „ლელოს“ სურს, ჰქონდეს პრეტენზია ცესკო-ს თავმჯდომარის მისამართით, ეს უნდა დაასაბუთოს და ამის უნიკალური შესაძლებლობაა საგამოძოებო კომისია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.