ალუდა ღუდუშაური - ხელისუფლების მიერ უნიკალურად ჩატარებული ღონისძიება ვიხილეთ, ერთ ადამიანსაც კი თმის ღერი არ ჩამოვარდნია
ალუდა ღუდუშაური - ხელისუფლების მიერ უნიკალურად ჩატარებული ღონისძიება ვიხილეთ, ერთ ადამიანსაც კი თმის ღერი არ ჩამოვარდნია

ჩვენმა მოქალაქეებმა პირდაპირ ეთერში იხილეს საქართველოს ისტორიაში მართლაც უნიკალურად, უნაკლოდ და უზადოდ შესრულებული ღონისძიება. მეორე მხრივ, ასევე ვიხილეთ დესტრუქციული ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციოენერები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც სახელმწიფოს დაუპირებს ფეხქვეშ გათელოს, შეურაცხყოფა მიაყენოს, ყველას კანონიერად, სამართლიანად გაეცემა პასუხი.

„ესენი არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებსაც უნდათ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ სახელმწიფო გადატრიალების, შტურმის, პარლამენტში შევარდნისა და ჩვენს მოქალაქეებზე ბულინგის, ზეწოლის ხარჯზე. ეს არის ჩვენი ოპონენტი მხარე, რომელიც არის დესტრუქციული ძალა, კანონის სივრციდან გასული.

ერთ ადამიანსაც კი თმის ღერი არ ჩამოვარდნია. წინა ხელისუფლება ბოგინობდა ჩვენი მოქალაქეების უფლებების ხარჯზე. ხელისუფლების მიერ უნიკალურად ჩატარებული ღონისძიება, კანონის აღსრულება ვიხილეთ. მოქალაქეები ელოდებოდნენ, რომ ვინც სახელმწიფოს დაუპირებს ფეხქვეშ გათელოს, შეურაცხყოფა მიაყენოს, ყველას კანონიერად, სამართლიანად გაეცემა ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.