ალუდა ღუდუშაური - კახა კალაძესთან სხვა კანდიდატს არანაირი შანსი არ აქვს, ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს
ალუდა ღუდუშაური - კახა კალაძესთან სხვა კანდიდატს არანაირი შანსი არ აქვს, ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს

თბილისს ჰყავს ძალიან წარმატებული, ღირსეული და ყველა დროის საუკეთესო მერი. ასევე მომავალი მერიც, კახი კალაძე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაური დარწმუნებულია, რომ კახა კალაძეს მოქალაქეები არჩევნებში ნდობას გამოუცხადებენ.

ამასთან, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ოპოზიციის მხრიდან თბილისის მერობის სხვა კანდიდატს შანსი არ ექნება.

„დარწმუნებული ვარ, თბლისის კეთილდღეობას, დამშვენებას კვლავაც გააგრძელებს და ჩვენი ქალაქელები მოჭარბებულ ნდობას გამოუცხადებენ კალაძეს. შესაბამისად, ყველა კანდიდატი, რომელიც დასახელდება ოპოზიციის მხრიდან, ვფიქრობ, ავტომატურად წაგებულ თამაშში შევა, რადგან კალაძესთან არანაირი შანსი სხვა კანდიდატს არ აქვს. ეს არის უბრალოდ მოცემულობა, რომელსაც ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ. კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველ ტურში. თბილისს ეყოლება კვლავ ისეთი ღირსეული და წარმატებული მერი, რომელმაც ბოლო 4 წლის განმავლობაში დაამშვენა ჩვენი დედაქალაქი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.