ალუდა ღუდუშაური - ირაკლი კობახიძეს არაფერი ეშლება, ვინმეს თუ რაიმე ეშლება, ეს არის მხოლოდ ოპოზიცია
ალუდა ღუდუშაური - ირაკლი კობახიძეს არაფერი ეშლება, ვინმეს თუ რაიმე ეშლება, ეს არის მხოლოდ ოპოზიცია

ირაკლი კობახიძეს არაფერი ეშლება და თუ ვინმეს რაიმე ეშლება, ეს არის მხოლოდ ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძე არის ამ ქვეყნის ღირსეული ვაჟკაცი, პატრიოტიზმით შეპყრობილი ადამიანი.

„ოპოზიციას გადაეცით, ძალიან ცუდ დღეში ხართ, ირაკლი კობახიძემაც მოგიკითხათ და ალუდა ღუდუშაურმაც, წერტილი. იმაზე საუბარი, რასაც ოპოზიცია აკეთებს, უბრალოდ, ამორალურია და სირცხვილია. რასაც ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში პროვოცირებდა, სწორედაც აქეთ გადადგმული ნაბიჯები იყო. ყველას მინდა ვუთხრა – ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს განვიხილავთ როგორც ჩვენს დებსა და ძმებს. გამორიცხულია, ჩვენ – ღირსების მქონე ადამიანებმა, ჩვენს დებსა და ძმებს ოდესმე არათუ რაიმე ვესროლოთ, არამედ აგრესიით ველაპარაკოთ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.