ალუდა ღუდუშაური - „გირჩის“ მხარდამჭერებს მეგრელიშვილისთვის ის დავალება არ მიუციათ, რომ თავიანთი მანდატები ხალხის გასაცნობად გამოიყენონ
ალუდა ღუდუშაური - „გირჩის“ მხარდამჭერებს მეგრელიშვილისთვის ის დავალება არ მიუციათ, რომ თავიანთი მანდატები ხალხის გასაცნობად გამოიყენონ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური „გირჩის“ წარმომადგენლებს მოუწოდებს, საპარლამენტო საქმიანობასა და საკუთარ მანდატებს უფრო სერიოზულობით მოეკიდონ.

ჟურნალისტებთან საუბარში ალუდა ღუდუშაური „გირჩის“ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „გირჩის“ მხარდამჭერებს მეგრელიშვილისთვის ის დავალება არ მიუციათ, რომ თავიანთი მანდატები ხალხის გასაცნობად გამოიყენონ.

„ვისურვებდი, რომ ვახტანგ მეგრელიშვილს უფრო მეტი სერიოზულობა მიენიჭებინა იმ საქმიანობისთვის, რასაც საპარლამენტო მანდატი ანიჭებს. მისი განცხადება, რომ ხალხს გაიცნობს, ამას წინ არაფერი უდგას, მაგრამ მათ მხარდამჭერებს მეგრელიშვილისთვის ის დავალება არ მიუციათ, რომ თავიანთი მანდატები ხალხის გასაცნობად გამოიყენონ. ამიტომ, მათ ვურჩევდი, რომ ნაბიჯები თამამად გადადგან და უფრო სერიოზულობით მოეკიდონ იმ საქმეს, რომლის საქმიანობასაც საპარლამენტო მანდატი და საპარლამენტო საქმიანობა იძლევა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

„გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ორშაბათს პარლამენტში მისვლას გეგმავს.