ალუდა ღუდუშაური – ევროპაში პარტნიორების წინაშე წელში გამართულები წარვდგებით, ჩვენი პროგრესი დამაჯერებელია

11:08, 15.03.2021

ჩვენ ნამდვილად წელში გამართულები წარვდგებით ევროპაში პარტნიორების წინაშე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას უამრავი ხელშესახები პროგრესი აქვს დემოკრატიულობის, კანონიერების, სამართლიანობისა და ქვეყნის უკეთესი მართვის თვალსაზრისით

„საქართველოს ხელისუფლებას უამრავი ხელშესახები პროგრესი აქვს დემოკრატიულობის, კანონიერების, სამართლიანობისა და ქვეყნის უკეთესი მართვის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე „ქართულ ოცნებას” მართლაც აქვს სავსე ხელები და დამაჯერებელია ჩვენი პროგრესი. ჩვენ ნამდვილად წელში გამართულები წარვდგებით ევროპაში პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი