ალთუნაშვილმა სუპერგოლი გაიტანა - ბათუმის „დინამო“ ჩემპიონს დაეწია #1TVSPORT
ალთუნაშვილმა სუპერგოლი გაიტანა - ბათუმის „დინამო“ ჩემპიონს დაეწია #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და უხერხული მეტოქე 2:0 დაამარცხა.

„ბათუმი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „დინამომ“ პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მეშვიდე წუთზე ეფექტური დარტყმით ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა.

24-ე წუთზე კი გულშემატკივარმა ნამდვილი შედევრი იხილა – სანდრო ალთუნაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან კარიდან ოდნავ გამოსული მეკარე დაინახა და მაღალი ტრაექტორიით ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.

მეორე ნახევარში ანაგრიში აღარ შეცვლილა, ბათუმის „დინამომ“ 2:0 გაიმარჯვა, 16 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერს, „დინამო თბილისს“ დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა. წყალტუბოს „სამგურალი“ (7) კი მეექვსე პოზიციაზე დარჩა.