ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT
ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგის გასავარდნთა ჯგუფში სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ ვენის „აუსტრიას“ ესტუმრა, 4:0 დაამარცხა და კონფერნს ლიგის საგზურის მოპოვების კანდიდატია.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, რომელიც ავსტრიულ კლუბში ერთი წლის წინ გადავიდა, „ვოლფსბერგერის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა – სანდრო ამჯერადაც სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

„ვოლფსბერგერი“ გასავარდნების ექვსეულში პირველი ადგილზეა და ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, კონფერენს ლიგის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა – ავსტრიელებმა ჩემპიონატის ასეთი ფორმულა გასავარდნთა ჯგუფის თამაშების სტიმულირებისთვის მოიფიქრეს.

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ კი დღეს გასვლაზე ლასკს დაუპირისპირდება. ქართველის გუნდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, კონკურენტ „ზალცბურგს“ 4 ქულით ასწრებს და ამ შეხვედრის მოგების შემტხვევაში 13-წლიანი პაუზის შემდეგ ავსტრიის ჩემპიონის ტიტულს მოიგებს.