ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის გამო, თბილისში 39 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა
ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის გამო, თბილისში 39 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა

ახალი წლის პირველი ორი დღის განმავლობაში თბილისის მასშტაბით კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 172 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 172 გამოძახებიდან 115 შემთხვევაში მიზეზი ალკოჰოლური ინტოქსიკაცია იყო. მათგან 32 პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კვებითი ინტოქსიკაციის სიმპტომების გამო, სასწრაფო დახმარება დედაქალაქში 57-ჯერ გამოიძახეს. მათგან შვიდი პაციენტი საავადმყოფოში მოხვდა.

როგორც ცენტრში აცხადებენ, დაახლოებით იგივე მაჩვენებელი იყო გასულ წელსაც.