ალკარასმა კარიერაში მე-200 მატჩი ჯოკოვიჩზე და ფედერერზე ადრე მოიგო #1TVSPORT
ესპანელმა ჩოგბურთელმა კარლოს ალკარასმა პეკინის ტურნირის მერვედფინალში ნიდერლანდელი ტალონ გრიკსპური ორ სეტში დაამარცხა – 6:1, 6:2.
ალკარასისთვის ეს იყო მე-200 გამარჯვება პროფესიულ ტურში. მატჩის დღეს მისი ასაკი იყო 21 წელი, ოთხი თვე და 24 დღე. სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამ ნიშნულს 21 წლისა და ცხრა თვის ასაკში მიაღწია, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა – 21 წლისა და 10 თვის ასაკში.
„დიდი სამეულიდან“ მხოლოდ ესპანელმა რაფაელ ნადალმა მოიგო 200 მატჩი ალკარასზე ადრე – 20 წლისა და 10 თვის ასაკში.