ალჯამეინ სტერლინგმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა [ვიდეო] #1TVSPORT
ალჯამეინ სტერლინგმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა [ვიდეო] #1TVSPORT

7 მაისს, აშშ-ში, ქალაქ ნიუარკში UFC 288-ის ღონისძიება გაიმართა. მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი (23-3) ლეგენდარულ ჰენრი სეხუდოს  (16-3) დაუპირისპირდა.

მოქმედ და ყოფილ ჩემპიონებს შორის დაძაბული ორთაბრძოლა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა.

მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით, გამარჯვება ალჯამეინ სტერლინგს მიაკუთვნეს, რომელმაც ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ქამარი შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგი მერაბ დვალიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ისინი 61კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ და ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებენ.